Monday, June 3, 2013




a



მარიამ გოდუაძემადონა გიორგაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გვესმის თუ ვუსმენთ?!
ცნობილია, რომ ეფექტური სასწავლო გარემო კომუნიკაციის ხელოვნებაზე დაყრდნობით იქმნება. კომუნიკაციის პროცესი კი, თავის მხრივ, ორ კომპონენტს შეიცავს: თქმა-გადმოცემასა და გაგება-აღქმას. ამ უკანასკნელს ზეპირმეტყველებაში მოსმენის მეშვეობით ვაღწევთ. თუმცა ქართულ სივრცეში _ იქნება ეს საკლასო ოთახი, საუნივერსიტეტო აუდიტორია თუ ყოფითი საუბრები, განსაკუთრებულ სირთულეებს მოსმენის უნარ-ჩვევის ნაკლებობის გამო ვაწყდებით.
განსხვავებით ინგლისური ენისაგან, სადაც მკვეთრად გამიჯნულია I hear  და I listen, ქართულში ზმნებს _ მესმის და ვუსმენ, მართალია, ერთი ძირი აქვთ, მაგრამ მათ ერთმანეთისაგან გამოარჩევს ფსიქიკური ზმნებისათვის დამახასიათებელი ანისა და ინის ბინარული წარმოება, რაც, უმთავრესად, აქტიურობა-პასიურობის სემანტიკას უკავშირდება. ცნობილი ფსიქოლოგი, კარლ როჯერსი თავის ნაშრომში „არადირექტიული ფსიქოკონსულტაცია“ [როჯერსი, 1942] აღნიშნავს, რომ „გაცილებით იოლია, თვალები დახუჭო და არ დაინახო, ვიდრე ყურები მაგრად დაიცვა და არ გაიგონო. თუკი  I hear ‘მესმის’ რაიმე სირთულესთან არ არის დაკავშირებული, I listen ‘ვუსმენ’ მოითხოვს გარკვეულ ძალისხმევას და ეს არც თუ ისე ადვილი პროცესია“.
მოსმენა კომუნიკაციის პროცესის უცილობელი შემადგენელია[1]. იგი სამეტყველო აქტივობის რეცეპტული ფორმაა, რომელსაც სუბიექტი ახორციელებს გამონათქვამის მიღების და გადაცემის გზით. საუბარს მოსმენით აღვიქვამთ და, ამდენად, სმენით შეგრძნებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ინფორმაციის აღქმის და გააზრებისას,  მხედველობითი შეგრძნებები კი ამ პროცესს კიდევ უფრო აიოლებს. მეთოდური ლიტერატურიდან ცნობილია, რომ რეცეპტული სამეტყველო აქტივობები, ძირითადად, აღქმის საფუძველზე მიმდინარეობს და სხვადასხვა ფსიქიკურ პროცესებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. მოსმენის შემთხვევაში კი განსაკუთრებით აღქმის და ყურადღების ფაქტორია გადამწყვეტი [კახიშვილი, გიორგობიანი, ქვლივიძე, მაცხონაშვილი, 2004:151]. მოსმენის პროცესს ართულებს ისიც, რომ იგი ერთდროულად მიმდინარეობს რამდენიმე, კერძოდ:  1. სენსორულ (ხმის ტემბრი, შეფერილობა); 2. პერცეპტულ (ფონემათა აღქმის, რიტმის); 3. აპერცეპტულ (სიტყვათა მნიშვნელობის იდენტიფიცირების); 3. მომდევნო შინაარსების განჭვრეტის; 4. აზრის დამდგენ (ფრაზათა გააზრების) და  5. ლოგიკურ (მთელი ტექსტის გააზრების) დონეებზე.
მოსმენის პროცესებში მოქმედებს ლექსიკური და გრამატიკული მოვლენების წინასწარგანჭვრეტის მექანიზმი [Dahlhaus, 1994]. გააზრებას ხელს უწყობს ასევე აზრობრივი პროგნოზირება, რაც გულისხმობს მსმენლის მზაობას, ლინგვისტურ და ექსტრალინგვისტურ ფაქტორებზე დაყრდნობით მიმართულს გამონათქვამის სავარაუდო შინაარსის გაგებისკენ. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ინტონაციას. სწორედ ინტონაციის საშუალებით ახერხებს მსმენელი გამონათქვამის სინტაქსურ დაყოფას, ფრაზებს შორის კავშირის დამყარებას და ა. შ.

ენაში ასახული მოსმენის ფსიქოლოგია, ანუ ამ ცნების დაყოფა აქტიურ და პასიურ დონეებად, დიდი ხანია შენიშნულია რიგი ფსიქოლოგების მიერ. პასიური მოსმენა გულისხმობს განყენებულად ყოფნას, როდესაც მოსმენილის გასაგებად რაიმე სახის ძალისხმევასა თუ რეაქციას არ მივმართავთ. აქტიური მოსმენა იმთავითვე გულისხმობს გაგების პროცესსაც, როდესაც, უბრალოდ, მოსმენასთან ერთად ვცდილობთ, ჩავწვდეთ საუბრის დედააზრს. ალბათ, შემთხვევითი ამიტომაც არ არის ფსიქოლოგიური კვლევების შედეგად მიღებული დებულება, რომ „კარგი მსმენელი უკეთესი მოსაუბრეა, ვიდრე კარგი მოლაპარაკე“, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ცუდი ან მოჩვენებითად კარგი მსმენელია. გამოყოფენ ცუდი მსმენლის შემდეგ ტიპებს: 1. „პოლკოვნიკი“  _ ავტორიტარული მსმენელი („ნუ ლაპარაკობ ჩემთან ასეთი ტონით!“...); 2. „კურდღელი“ _ ადამიანი, რომელიც მიმართავს მზა-მზარეულ ფრაზებს: „ამოიგდე ეს თავიდან“, „ასე გააკეთეთ და ყველაფერი კარგად იქნება“, „დრო ყველაფრის მკურნალია“...; 3. „ინტელექტუალი“, რომელიც იწყებს „ბრძებკაცობას“, იშველიებს სხვათა გამონათქვამებს... მოჩვენებითად კარგ მსმენელებს ახასიათებთ: „შემფასებლობა“, „ინტერპრეტატორობა“, „გულშემატკივრობა“, „დიაგნოსტირება“[როჯერსი, 1942; სარჯველაძე, 2000;].
ფსიქოლოგები ერთობლივად მიდიან დასკვნამდე, რომ ურთიერთობის საიდუმლო მოსმენაშია. მოსმენის ფსიქოლოგიის სპეციალისტი, პროფესორი ისტვუდ ასტვატერი[2], აქტიური მოსმენის ორ სახეს გამოყოფს: რეფლექსურს და არარეფლექსურს (“ყურადღებიანი დუმილი”). თითოეული მათგანის განვითარება მნიშვნელოვანია. ყურადღებიანი დუმილი ანუ არარეფლექსური მოსმენა არის უნარი, წყნარად, ყურადღებით მოვუსმინოთ თანამოსაუბრეს და არ გავაწყვეტინოთ სიტყვა. ასე კი უმთავრესად მაშინ საუბრობენ, როცა თანამოსაუბრენი არ არიან თანაბარ მდგომარეობაში. მაგალითად, ერთი მათგანი უფროსია, მეორე კი _ ხელქვეითი. ბავშვი ასეთ სიტუაციაშია, როცა მას აღმზრდელი ან მასწავლებელი ელაპარაკება. არარეფლექსური მოსმენა დიდ დახმარებას გაგვიწევს კონფლიქტურ სიტუაციაში, როცა საქმე გვაქვს კონფლიქტურ და ძნელად საკონტაქტო ადამიანთან. ასეთ პიროვნებასთან საუბრისას ერთადერთი გამართლებული ხერხი ჩუმად ყოფნა და ამ გზით თანამოსაუბრისადმი პატივისცემისა და ყურადღების გამოხატვაა. სწორედ ასეთიყურადღებიანი დუმილიუწევს პატარა ბავშვს, როცა მას დირექტიული კილოთი მიმართავს მასწავლებელი. როგორ ვასწავლოთ პატარასყურადღებიანი დუმილი”? [3]
გარდა ისტვუდ ასტვატერის მიერ დასახელებული აქტიური მოსმენის სახეებისა, გამოიყოფა აქტიური მოსმენის ტექნიკის შემდეგი ელემენტები: 1. მოსმენის განწყობა  და შესაბამისი „სხეულის ენა“; 2. არარეფლექსიური მოსმენა; 3. გარკვევა და დაზუსტება; 4.რეფრაზირება; 5. შეჯამება; 6. გრძნობათა არეკვლა. ჰუსერლის ფენომენოლოგიურ ფილოსოფიაზე დაყრდნობით კარლ როჯერსი აცხადებს, რომ თანამოსაუბრის იმდაგვარად გაგება, როგორც მას უგრძვნია საკუთარი პრობლემა, ერთგვარი ფენომენოლოგიური განწყობაა. ასეთ დროს სასურველია ჩვენმა „სხეულის ენამაც“ გამოხატოს შესაბამისი განწყობა. არარეფლექსიური მოსმენა ყურადღებიანი დუმილის პროცესია და მაშინაა მიზანშეწონილი, როდესაც: თანამოსაუბრე მთელი არსებით ელტვის საკუთარი სათქმელის გადმოცემას ან მას სირთულეები აქვს თვითგამოხატვაში და საჭიროებს სტიმულირებას. გარკვევა არის მიმართვა თანამოსაუბრისადმი, როდესაც სურ, რაღაც დააზუსტოთ. ეს მეთოდი გვეხმარება, ზუსტად ჩავწვდეთ საუბრის არსს.[4] რეფრაზირება (პარაფრაზირება) აქტიური მოსმენის ისეთი ხერხია, როდესაც მსმენელი თანამოსაუბრის ნათქვამს იმეორებს, მაგრამ ახდენს არა მის მთლიან კოპირებას, არამედ სხვა სიტყვებით გამოხატავს იმავე სათქმელს. რეფრაზირებით არ უნდა მოხდეს  თანამოსაუბრის ლაპარაკის შეწყვეტა. იგი უნდა ეხებოდეს მნიშვნელოვან თუ მთავარ აზრს, სათქმელს.[5] შეჯამება (რეფლექსია) აქტიური მოსმენის ხერხია, როდესაც მოკამათისავის საპირისპირო აზრის მიწოდებამდე  ჯერ ვაჯამებთ მის ნათქვამს, ხოლო შემდეგ ლაკონურად, უკუკავშირის სახით ვაწვდით მას. გრძნობათა არეკვლის დროს ადგილი აქვს ემოციურ მხარდაჭერას. ყველა ამ ხერხს კი აერთიანებს ერთი ნიშანი _ უკუკავშირი მსმენელსა და მოსაუბრეს შორის. უკუკავშირის ეფექტურობა ქმნის აქტიური მოსმენის ტექნიკის საფუძველს. თავის მხრით, აქტიური მოსმენის ტექნიკაში კარგად არის რეალიზებული არადირექტიული ან ჰუმანისტურ-ფსიქოლოგიური მიდგომის ძირითადი პრინციპები. ყოველივე ზემოთქმულის შეჯერებით კი იკვეთება, რომ რეფლექსური ანუ აქტიური მოსმენისას  მსმენელი იყენებს სიტყვებს, რათა დაადასტუროს, რომ მას ესმის თანამოსაუბრის სიტყვების აზრი. ასეთი მოსმენა მაშინ არის საჭირო, როცა აუცილებელია უკუკავშირი თანამოსაუბრესთან. გარდა ამისა, ის გამოგვადგება მაშინაც, როცა უნდა ვაკონტროლოთ, როგორ ესმით ჩვენი.                                     აქტიური მოსმენის ეტაპები სქემის სახით შეიძლება ასე წარმოვადგინოთ:
ქართულენოვან აუდიტორიაში მოსმენის სირთულეების დადგენის მიზნით ჩვენ მიერ ჩატარდა კვლევა, რომელიც ორი მიმართულებით წარიმართა: 1. მოსმენის ხელისშემშლელი მიზეზების გამოვლენა და 2. დადგენა იმ ფაქტორებისა, რომელთა საშუალებითაც ვხვდებით, რომ გვისმენენ. კვლევაში მონაწილეობას იღებდა 91 რესპოდენტი.  მათი ასაკი მერყეობდა 16-იდან 20 წლამდე. შედეგები ასე გადანაწილდა: შეკითხვაზე, თუ როგორ ხვდებიან, რომ უსმენენ, გამოკითხულთა 61%-მა უპირატესობა სხეულის ენას მიანიჭა. 19%-ისთვის მოსმენისას მნიშვნელოვანი შეკითხვების დასმა აღმოჩნდა. შემაგულიანებელი სიტყვები („უი“, „მართლა?“, „ჰო?“ ) არსებითი 11%-ისთვისაა, ხოლო პარაფრაზირებას მხოლოდ 9% ხვდა წილად.  შემდეგი შეკითხვა მოსმენის ხელისშემშლელ ფაქტორებს ეხებოდა. აღმოჩნდა, რომ ტექსტის სირთულე ხელისშემშლელი მხოლოდ 4%-ისთვის აღმოჩნდა. ასევე რესპოდენტთა მხოლოდ ოთხმა %-მა გარემო პირობები დაასახელა, 9%-მა კი _ მეტყველების პრობლემები. რაც შეეხება ნებელობას, ის 11%-ისთვის აღმოჩნდა ხელისშემშლელი. განწყობის არქონა მოქმედებს რესპოდენტთა 11%-ზე. კვლევამ აჩვენა, რომ  ყველაზე მეტად თურმე მაშინ არ უსმენენ (54%), როდესაც საუბრის თემა უინტერესოა.
ასე რომ, ტექსტის სირთულე, მოსაუბრის ემოციურობა, ტემბრი, ინტონაცია და თუნდაც განწყობა გაცილებით ნაკლებ როლს თამაშობს მოსმენისას, ვიდრე საინტერესო თემა. და რადგანაც აქტიური მოსმენის პროცესი შინაარსისა და დამოკიდებულების დონეებზე თანადროულად მიმდინარეობს, უმნიშვნელოვანესია, თუ რამდენად საინტერესოდ წარმოვაჩენთ ამა თუ იმ საკითხს აუდიტორიის წინაშე და, ამავდროულად, შეგვიძლია თუ არა საკუთარი სხეულის ენის ადეკვატურად მართვა.
‘Hearing’ or ‘Listening’
Summary
  ‘Hearing’ is a physical yet passive act involving the process and function of perceiving sound. ‘Listening’ is hearing the sounds with deliberate intention. Therefore, unlike hearing, listening is a skill that improves through conscious effort and practice. Expressing our thoughts, feelings and opinions clearly and effectively is part of the communication process. Such expression is complemented by actively listening to and understanding the messages others are trying to get across to us. Indeed, good communication and understanding are made possible by active listening. While listening is an integral part of effective communication, 91 students have been questioned about how to listen effectively. Our survey has shown that they do not listen mostly when topic is uninteresting and a speaker’s Body Language inadequately reflects what we want to say.
Слышaть или слушать?
Резюме
Слышать _ пасивный акт, при котором воспринимаем  слуховую информацию физически. Слушать означает мобилизовывать ресурсы организма на восприятие слуховой информации, сделать усилие, чтобы услышать звук.  Правильное слушание требует от нас определенных навыков.  Выразить наши мысли и чуства ярко и эфективно _ это часть комуникативного процеса. Эфективная коммуникация и понимание достигается только при активном слушании. Слушание это очень ценное умение общаться. При заинтересованном слушании наша беседа будет более содержательной, и наш собеседник будет о нас самого лучшего мнения. Раз слушание интегральная часть эфективного комуникативного процеса, решили pоспросить 91-ого студента, как послушать  эфективно.  Исследование показало, что они не слушают  более принеинтересной теме и в месте с этой тогда, когда язык тело говорящих неодекватно выражает того, чего хотели сказать. 
გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა:
1.      Dahlhaus,  (1994) _ Dahlhaus, Barbara. Ferligkeit,ren:. Langenscheidt , Goethe Institut. Münhen;
2.      KakhiSvili, Giorgobiani, Qvlividze, Matskhonashvili (2004) _ კახიშვილი ლ., გიორგობიანი ლ.,  ქვლივიძე რ., მაცხონაშვილი გ., უცხოური ენების სწავლების თეორია, გამომცემლობა „ენა და კულტურა“, თბილისი.
3.      Rogers (1972) _ Rogers, Carl R.: Die nicht direktive Beratung Counselling und Psychotherapy. Münhen;
4.      Uznadze (1998) _ უზნაძე დ., ზოგადი ფსიქოლოგია, ტ. III-IV, თბილისი, გამომცემლობა „განათლება“.
სხვა სასრგებლო რესურსები:
www. rhetorick.ch/Hoeren/Hoeren.html              www. ergo-online.de/site.aspx
Active Listening, Learning Guide. The University of Adelaide. 2010.




[1] თანამოსაუბრის მოსმენით მრავალი უსიამოვნების აცილებაა შესაძლებელი. ძველი ბერძენი ფილოსოფოსი ძენონი შემთხვევით როდი წერს,  რომ ადამიანებს ორი ყური და ერთი ენა  მეტი მოსმენისა და ნაკლები ლაპარაკის გამო მოგვეცა. მოსმენის ხელოვნებას თანამედროვე სამყაროშიც ოქროს ფასი აქვს, რადგან მას ადამიანთა ძალიან მცირე ნაწილი ფლობს. ბევრმა არ იცის, რომ ამ უნარს ბავშვობიდანვე უნდა ჩაეყაროს საფუძველი. ყველა მშობელს სურს, მისმა შვილმა ჩქარა დაიწყოს ლაპარაკი, მაგრამ მინიმალური დრო ეთმობა იმას, რომ ბავშვს მოსმენა და სხვისი სიტყვების გაგება ასწავლონ. სწორედ ეს არის წარმატების საფუძველი ჯერ სკოლაში, შემდგომ კი  _ ცხოვრებაში.
[2] www. rhetorick.ch/Hoeren/Hoeren.html
[3] ფსიქოლოგთა რჩევით, აჯობებს, მათ შევთავაზოთ დიდობანასთამაში. მაგალითად, ვეთამაშ მასწავლებლობანა. თავდაპირველად მოსწავლის როლი თავად იტვირთ, მასწავლებლობა კი პატარას დააკისრ და თხოვ, დაგტუქსო ცუდი საქციელის გამო. ამ დროს კი უსიტყვოდ უნდა ვისმინოთმასწავლებლისსაყვედურები. შემდეგ როლები გაცვალ და ვენი საუბარი თანდათან გაახანგრძლივ. არსებობს ფსიქოლოგიური ეშმაკობანი, რომელთა მეშვეობითაც თანამოსაუბრეს განვაწყობთ, ყურადღებით მოგვისმინოს.1. თანამოსაუბრეს თვალებში კი არა, წარბებს შორის უნდა ვუცქიროთ. 2. გამოვიყენოთ ჟესტების ენა.
[4] ამ დროს შეიძლება გამოვიყენოთ ფრაზები: “ხომ ვერ ამიხსნიდით, რა გქონდათ მხედველობაში?” “ხომ ვერ გაიმეორებდით კიდევ ერთხელ?” “რა ბრძანეთ?” ეს სიტყვები თანამოსაუბრის ინფორმაციაზე ფიქსირდება და არა პიროვნულად მასზე. როგორ ვასწავლოთ ასეთი მოსმენა? რა თქმა უნდა, ისევ პირადი მაგალითითა და თამაშით. მოუყვ რაიმე საინტერესო ისტორია და შეთავაზ, მოსმენისას რაც შეიძლება მეტი კითხვა დაგისვა. ასეთი თამაში საუბრის ხელოვნების ათვისებასთან ერთად ცნობისმოყვარეობის, მოთმინების, მიზანსწრაფულობის, საქმის არსის წვდომის უნარს ავითარებს. ყველა ეს თვისება აუცილებელია წარმატებული სწავლისა და შემდგომი თვითრეალიზაციისთვისთუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ აქტიური მოსმენის ტექნიკის გამოყენებისას დახურული და რიტორიკული კითხვები არაეფექტურია, რადგან ღია შეკითხვები უკეთ წარმოაჩენს მოსაუბრისადმი ინტერესს.
[5] როჯერსი გვირჩევს, რომ რეფრაზირება გამოსადეგია კომერციული ან სხვა ტიპის მოლაპარაკებების დროს, როცა სასურველია პარტნიორის ყველა ზრახვების, სურვილებისა და ინტერესების ბოლომდე გაგება; ასევე ეს ხერხი სასარგებლოა კონფლიქტის ან დისკუსიის ფასილიტაციის დროს.  თუკი ჩვენ თანამოსაუბრეს გავუმეორებთ რეფრაზირებით მისსავე აზრს, შეიძლება იგი მეტი ყურადღებით მოეკიდოს ჩვენს აზრებს  ან საპირისპირო მხარის არგუმენტებს. რახან ის გრძნობს, რომ უსმენენ, უჩნდება თავის მხრივ სურვილი, მოუსმინოს სხვებს. ამ დროს ძირითადი ფრაზებიაროგორც მივხვდი”, “ესე იგი, თქვენი აზრით…”, “ანუ, თუ სხვა სიტყვებით ვიტყვით…” ფრაზირების უნარის ასათვისებლად სასურველია ირჩი სასაუბრო თემა და აღსაზრდელს თხოვ, ამ ფრაზების დახმარებით კითხვები დაგისვა. მსგავსი თამაშით იგი სწავლობს არა მარტო აქტიურ მოსმენას, არამედ საუბრის არსის გაგებას, დედააზრის წვდომას.

No comments:

Post a Comment